"კრიმინალური სამყაროს" ვეღარ მართავენ, ამიტომ ივანიშვილი იძულებული გახდა, შვილი ქვეყნიდან გაეყვანა - ზურაბიშვილი

25.11.26 21:05
"კრიმინალური სამყაროს" ვეღარ მართავენ, ამიტომ ივანიშვილი იძულებული გახდა, შვილი ქვეყნიდან გაეყვანა - ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "კრიმინალური სამყაროს" არსებობა ჩვენს ქვეყანაში მასშტაბურ პრობლემად იქცა - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება უკვე მის მიერ ქვეყანასი დაბრუნებულ "კრიმინალური სამყაროს" ვეღარ აკონტროლებს. 

"ჯინი გამოუშვეს ბოთლიდან და უკან ვეღარ აბრუნებენ" - ამბობს ფბ-ლაივში სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება ბერა ივანიშვილის ქვეყნიდან წასვლაც - "ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა რომ შვილი ქვეყნიდან გაეყვანა".

რეალურად დღეს ჩვენ ვდგავართ კიდევ უფრო მასშტაბური პრობლემის წინაშე, რომელიც არის ის, რომ კრიმინალური სამყარო წაახალისეს ამ ქვეყანაში, შემოიყვანეს, დააბრუნეს — როგორც გინდათ ისე თქვით — და რაღაცნაირად ვეღარ მართავენ. ის რაც გამოუშვეს ბოთლიდან ჯინი, ვეღარ მართავენ, ვეღარ აბრუნებენ უკან. ამიტომ იძულებული გახდა ბიძინა ივანიშვილი, რომ შვილი ქვეყნიდან გაეყვანა, ჩინეთამდე მიეყვანა, რაც შეიძლება შორს, და ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დაცული იყოს, იმიტომ რომ ისეთი მკაცრი წყობა არის, რომ შეიძლება იქ დაცული იყოს უფრო". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე ნახეთ:

 

მსგავსი სიახლეები