ლავროვი: დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით

25.11.26 22:29
ლავროვი: დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით

სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით არის დაინტერესებული. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამით მინსკში გიორგი ზურაბიშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრას გამოეხმაურა.

ლავროვის თქმით, რუსეთი მიესალმება საქართველოს საგარეოს განცხადებას, რომ რუსეთთან ლაპარაკის არ უნდა ეშინოდეთ. 

  • ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან ლაპარაკის შიში "უნდა დავძლიოთ".

"მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს ბელარუს მეგობრებს ამ საკითხზე მოლაპარაკებებისთვის პლატფორმის უზრუნველყოფისთვისაც. ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებით. მივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების არ უნდა ეშინოდეთ. მიმაჩნია, რომ ეს პრაგმატული მიდგომაა, რომელიც როგორც ქართველი ხალხის, ისე საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების ინტერესებს შეესაბამება." - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე

გიორგი ზურაბიშვილი ლავროვის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს 19 ნოემბერს მინსკში შეხვდა.

მსგავსი სიახლეები