სამადაშვილი: დიპლომატებად დაქირავებულებს მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ცნობის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ

26.11.26 11:56
სამადაშვილი: დიპლომატებად დაქირავებულებს მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ცნობის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, რუსების მიერ მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს, კობახიძის წარმომადგენელს, გიორგი ზურაბაშვილს "სისულელეების საუბარი უწევს".

სწორედ ასე შეაფასა პოლიტიკოსმა ზურაბაშვილის გუშინდელი ინტერვიუ სამთავრობო მედიასთან. 

რეჟიმის მიერ დიპლომატებად დაქირავებულების დღევანდელი სასაცილოდ მოსულელო განცხადებებიდან მხოლოდ ერთი პოზიტიური დასკვნის გაკეთება შეიძლება-ბოლომდე ყველაფერზე ხელს ვერ აწერენ, ჯერ.

რუსების მიერ მინსკის შეხვედრაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სისულელეების საუბარი უწევთ. თავის გასულელება ჯობია, მის დაკარგვას, ესე თვლიან.

რეჟიმს ერთადერთი შემაკავებელი ძალა დარჩა-ხალხი. პარტიები შეიძლება აკრძალო, ხალხს ვერ აკრძალავ. ხალხს კი აქვს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთასაც ვერ ბედავენ ჯერ", - წერს სალომე სამადაშვილი. 

მინსკში აცხადებენ, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.