ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა, სურს, რომ მთელი ქვეყანა საკუთარ კაზინოდ აქციოს - ფარულავა

28.11.26 17:01
ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა, სურს, რომ მთელი ქვეყანა საკუთარ კაზინოდ აქციოს - ფარულავა

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა, მოქალაქეებს აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის საკუთარ „კაზინოდ“ ქცევა სურს, სადაც ფსონად მოქალაქეების მომავალი დევს.

ფარულავას თქმით, ევროკავშირის მიერ გაღებული კარი ხელისუფლებამ შიგნიდან ჩაკეტა, რის გამოც საზოგადოების ერთიანობა ახლა გადამწყვეტია.

„ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა. მას სურს, რომ მთელი ქვეყანა საკუთარ კაზინოდ აქციოს, ტოტალიზატორად — ფსონად ჩვენი მომავალი დევს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის კორუფციული, კრიმინალური რეჟიმი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. აი, ამისთვის უნდა შევიკრიბოთ — იმისთვის, რომ გაცინებაზე არ კლავდნენ, იმისთვის, რომ იუმორი არ უნდა იყოს საფუძველი ვიღაცის ცემის. ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის და არა ოლიგარქი ივანიშვილის“, — განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მსგავსი სიახლეები