ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების ერთგული ვართ - ხავიერ კოლომინა

13.12.21 10:03
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების ერთგული ვართ - ხავიერ კოლომინა

ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული ვართ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ, განაცხადა და გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ნატო-მ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.

რუსეთს სურს, უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული ვართ,”- წერს ხავიერ კოლომინა Twitter-ზე.

 

ცნობისთვის,რუსეთის საგარეო უწყებამ ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სმაიტის იმ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა, რომლის მიხედვითაც  უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები.

მსგავსი სიახლეები