ესაა რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება - პაპუაშვილი EU-ს განცხადებაზე

02.04.21 12:34
ესაა რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება - პაპუაშვილი EU-ს განცხადებაზე

"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ გუშინ გავრცელებულ გაცხადებას აფასებს. პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების შეჩერება არ განიხილება. 

დახმარების შეჩერებაზე აქ არცაა საუბარი, რამდენიმე დეპუტატის განცხადებაა ეს.ამ საკითხებს წყვეტს ევროკომისია, რომელმაც საუკეთესო შეფასებები გააკეთა საქართველოს მიმართ.ყურადსაღებია, რადგან ეს დეპუტატები ზოგადად დაინტერესებულები არიან საქართველოთი. გამორიცხულია, რომ რაიმე შეზღუდვას ჰქონდეს ადგილი, ესაა რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, ევროპელმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტში საქართველოსთვის ფინანსური  დახმარების შეჩერებას განიხილავენ.