საქართველო არ უნდა ელოდოს ევროკავშირთან ბიზნესურთიერთობის ჩვეული ფორმით აღდგენას - კარლ ბილდტი
საქართველო არ უნდა ელოდოს ევროკავშირთან ბიზნესურთიერთობის ჩვეული ფორმით აღდგენას - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ევროპული ანალიტიკური ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი Twitter-ზე წერს.
ქართული მხარეების მხრიდან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ბიზნესურთიერთობის ჩვეული ფორმით აღდგენას. ევროპარლამენტი შედეგად მოითხოვს, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება შეჩერდეს საქართველოში". - წერს კარლ ბილდტი.