EU-ს გაფრთხილება - "ქართულ ოცნებაში" საგანგებო სხდომები ჩაინიშნა
„ქართულ ოცნებაში“ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები ჩაინიშნა. როსტომ მეფის სასახლეში 16.30 საათზე ჯერ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, 17:30 საათზე კი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
"ოცნება" სავარაუდოდ, ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე იმსჯელებენ.
"ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობის მომავალი საფრთხეშია" - წერია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.
ბრიუსელში საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ.