მამუკა ჩხიკვაძე უშიშროების სამსახურმა გაწირა - დევი ჭანკოტაძე
ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ჯარისკაცის, მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია - ქართველი სამხედროები კი ხელისუფლების უნარობაზე საუბრობენ.
გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, დევი ჭანკოტაძე ცხინვალის იზოლიატორში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლების შეშვებას ითხოვს.
გენერალი დევი ჭანკოტაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებს, გაააკეთოს განცხადება და მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რომ ჩხიკვაძე, ტყვეობიდან რაც შეიძლება მოკლე დროში გათავისუფლდეს.
ეს ბიჭი არის სამხედრო, ყოფილი ძალოვანი, აღნიშნული ინფორმაცია არ უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ უშიშროების სამსახურმა მაინც დადო განცხადება და დაწერა, რომ ჩხიკვაძე არის ყოფილი ძალოვანი, ანუ თავიდანვე გაწირეს ეს ბიჭი ყველაფრისთვის. რატომ არ აკეთებს განცხადებას პრეზიდენტი, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი?!
რატომ არ იღებენ არანაირ ზომებს, რომ ეს ბიჭი გამოვიყვანოთ ტყვეობიდან? ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რომ წითელი ჯვარი შევიყვანოთ ცხინვალის იზოლიატორში. უნდა ვნახოთ, რა მდგომარეობაშია მამუკა და ამის შემდეგ ყველა ზომა უნდა მივიღოთ, რომ ის გარეთ იყოს! - აცხადებს დევი ჭანკოტაძე.
მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელი ნიქოზიდან 4 დღის წინ გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, ის ცხინვალის იზოლიატორში სასტიკი წამების საშიშროების წინაშე იმყოფება.
ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია" მამუკა ჩხიკვაძის გასათავისუფლებლად მასშტაბურ აქციებს გეგმავს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას