გაცილებით სუსტადაა, ვიდრე წინა ვიზიტზე - აკაკი მინაშვილი

14.12.21 16:16
გაცილებით სუსტადაა, ვიდრე წინა ვიზიტზე - აკაკი მინაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა, გორის სამხედო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი მოინახულა. ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ მინაშვილმა თქვა, რომ  მიხეილ სააკაშვილი გაცილებით სუსტადაა, ვიდრე რამდენიმე დღის წინ იყო. მინაშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი წამებისა და  არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

 ის გაცილებით სუსტადაა, ვიდრე ჩემ წინა ვიზიტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო და ბუნებრივიც არის, მიხეილ სააკაშვილი არის წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ამას მარტო ჩვენ არ ვსაუბრობთ, ამას საუბრობენ ექიმებიც, ამას საუბრობენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, სახალხო დამცველიც. ყველა ეს დოკუმენტი, ანგარიში, პირდაპირ აცხადებს, რომ ძალიან სერიოზული დარღვევები იყო მის საქმეში და ბუნებრივია, რომ ის არის ძალიან სუსტად. ჩვენ ვხედავთ ექიმების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არ არის მკურნალობის ის პირობები, რომელიც იქნება ეფექტური იმ პრობლემის დასაძლევად, რაც მას აქვს ამ ტრავმის მიღების შემდეგ, წამების და არაადამიანური მოპყრობის შედეგად.

80% საკვების უბრალოდ იყრება მას არ შეუძლია 80%-ის მიღება", - თქვა აკაკი მინაშვილმა. 

მინაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

 ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასება არის ძალიან რთული, ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ამ ადამიანს არ უნდა ქვეყანა გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან, არ უნდა რომ ის ნაბიჯები გადაიდგას, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის", - თქვა მინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები