საგანგაშო გზავნილი - ოპოზიცია ევროკავშირის შესაძლო სანქციებზე

02.04.21 13:29
საგანგაშო გზავნილი - ოპოზიცია ევროკავშირის შესაძლო სანქციებზე

ოპოზიცია ევროკავშირისგან შესაძლო სანქციების დაწესებაზე პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ ევროპარლამენტარების გზავნილი საგანგაშოა. 

საგანგაშო გზავნილია, პირველად საქართველოს ისტორიაში რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, მას შემდეგ, რაც საქართველომ დეკლარირებულად აირჩია დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო. არის ზუსტი მინიშნება იმაზე, რომ ამ ხელსიუფლების პირობებში საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის საფრთხეში, ეს განცხადება უნდა მივიღოთ გაფრთხილებად,  - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

"ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ ევროპარლამენტარების წერილი კიდევ ერთი დასტურია, რომ "ოცნების" მიმართ საგარეო წნეხი ძლიერდება. 

ეს განცხადება ადასტურებს, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ წნეხი ,,ქართულ ოცნებაზე" მხოლოდ გაიზრდება, ეს ასე იქნება როგორც ქვეყნის გარედან, ასე შიგნიდან -ამბობს გიორგი კანდელაკი. 

შეგახსენებთ, ევროპელმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტში საქართველოსთვის ფინანსური  დახმარების შეჩერებას განიხილავენ.