ქვეყანა სანქციების მოლოდინში - ოპოზიცია საგანგებო შეხვედრისთვის ემზადება

02.04.21 15:26
ქვეყანა სანქციების მოლოდინში - ოპოზიცია საგანგებო შეხვედრისთვის ემზადება

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ქვეყანაში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. ოპოზიცია სამომავლო გეგმებს ხვალინდელ საგანგებო  შეხვედრაზე შეაჯერებს. 

"გირჩი-მეტი თავისუფლებას" ლიდერი ფიქრობს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება ქვეყანას კრიზისიდან გამიყვანს და სანქციებს აარიდებს. 

პირდაპირ უნდა უთხრან, რომ როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია ჩვენთან დასავლეთში მაგ დროს ტარდება ხელახალი არჩევნები,ამას თუ ეტყვიან არც სანქციები გახდება საჭირო არაფერი,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე

"ნაციონალურ მოძრაობაშიც" მიიჩნევენ, რომ  მიშელის დოკუმენტში გაწერილი რეფორმების  შესრულება ქვეყანას სანციებისგან დაიცავს.

 გამოსავალი არის მნიშვნელოვანი ფორმულის ძიება, რომელიც ვიცით ყველამ უკვე, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ნიკა მელიასი და გიორგი რურუასი. ვადამდელ არჩევნებზე მსჯელობა და სასიცოცხლო რეფორმები, რომელიც წერია მიშელის დოკუმენტში, ანუ ხუთივე პუნქტზე შეთახმება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დატოვა საქართველოში - ამბობს ხატია დეკანოიზე.