"ამჯერად მაინც შეამოწმეთ ა.მ. მოსასმენ/სათვალთვალო აპარატურაზე!" - წერილი გაუჩინარებული გერლიანის ავტომობილში

20.12.21 13:11
 "ამჯერად მაინც შეამოწმეთ ა.მ. მოსასმენ/სათვალთვალო აპარატურაზე!" - წერილი გაუჩინარებული გერლიანის ავტომობილში

ამ დრომდე უცნობია,  სად არის გაუჩინარებული რამაზ გერლიანი. რამდენიმე წუთის წინ ,,პირველებმა" გადაიღო წერილი, რომელიც სავარაუდოდ, გერლიანს ეკუთვნის. 

 "ამჯერად მაინც შეამოწმეთ ა.მ. მოსასმენ/სათვალთვალო აპარატურაზე!" - წერია წერილში.

ავჭალის პოლიციაში უკვე გამოკითხეს გერლიანის და. მისი თქმით, გერლიანი მათ აფრთხილებდა, რომ ღია ტელეფონზე არ ესაუბრათ. 

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტის ოჯახი ამბობს, რომ პოლიციის მხრიდან ტერორის შესახებ გერლიანმა შესაბამის უწყებებს მიმართა. 

რამაზ გერლიანს 19 დეკემბრის შემდეგ ეძებენ.

,,გაუჩინარებული ეკონომიკური ტრანსპოფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი პოლიციელს ტერორში ადანაშაულებდა. გერლიანმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურშიც იჩივლა,  სადაც ის ამბობდა, რომ  გიორგი გოგნიაშვილი მისი ოჯახის წევრების დაშინებას ცდილობდა, მას კი შეურაცხყოფა მიაყენა. 

მსგავსი სიახლეები