რამაზ გერლიანის სკანდალური ფეისბუქ პოსტი წაშლილია
რამაზ გერლიანის სკანდალური ფეისბუქ პოსტი, რომელიც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტმა გაუჩინარებამდე დაწერა, სოციალურ ქსელში არ იძებნება.
ამის პარალელურად კი, ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან ექსპერტ-კრინალისტები და კინოლოგები არიან მობილიზებულები. სამართალდამცავებმა გერლიანის ავტომობილი გაჩხრიკეს და ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს.
ჩხრეკის პროცესს გაუჩინარებული კაცის ადვოკატი და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი გუშინ, 19 დეკემბერს, გაუჩინარდა.
,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტის კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, ადგილზე დგას გერლიანის კუთვნილი ავტომობილი.
გაუჩინარებამდე ეკონომისტი პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებდა.