პოლიტიკური მართლმსაჯულება საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს - სალომე სამადაშვილი
სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციაში შეხვედრები და კონსულტაციები ოპოზიციასთან გრძელდება. ამ წუთებში ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს, ხვდება.
შეხვედრა უკვე დასრულდა პარტია ,,ხალხისთვის" ლიდერთან, ანა დოლიძესთან და ოპოზიციონერ დეპუტატთან, სალომე სამადაშვილთან. საუბრის მთავარი თემა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა და ეროვნული თანხმობის პროცესში გადასადგმელი ნაბიჯებია.
შეხვედრიდან გამოსულმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, შერიგება პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე ვერ მოხდება.
საუბარი გვქონდა ზოგადად პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ყველა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე საქმეზე, რომ უმთავრესი გამოწვევა ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და ქვეყანაში არსებული თამაშის წესები, რომელიც საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს.
ამ ეტაპზე, შეიძლება, ითქვას, ინტელექტუალური მოთელვა ხდება იმისთვის, რომ ამ ქვეყნისთვის ვნახოთ გამოსავალი - განაცხადა სალომე სამადაშვილმა
დღეს პრეზიდენტი ,,მოქალაქეებსა" და ,,გირჩის" ლიდერებსაც შეხვდება.