სააკაშვილის ორგანიზმი საკვებს არ იღებს, კარგავს წონას - ადვოკატი

21.12.21 15:24
სააკაშვილის ორგანიზმი საკვებს არ იღებს, კარგავს წონას - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მისი ორგანიზმი საკვებს არ იღებს და ამის გამო წონაში კლების ტენდენცია შეინიშნება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს კვლავ უჭირს საკვების მიღება, ან მისი ორგანიზმი საკვებს არ იღებს, რის გამოც ის სტაბილურად კარგავს წონას - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან ,,ნაცმოძრაობის" წევრი, ეკა ხერხეულიძე იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები