ჩვენი საკითხი პრეზიდენტთან შეხვედრისას სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება - იაგო ხვიჩია

21.12.21 15:21
ჩვენი საკითხი პრეზიდენტთან შეხვედრისას სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება - იაგო ხვიჩია

პარტია "გირჩი" სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას დღის წესრიგში არ დააყენებს. იაგო ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტს ამის შესახებ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც გაესაუბრებიან.

ბევრი უნდა ვილაპარაკოთ პირველ რიგში ერთმანეთთან, რომ დაახლოებით გავიგოთ, რა შეიძლება იყოს შერიგების წერტილი.

ჩვენი საკითხი პრეზიდენტთან შეხვედრისას სააკაშვილის გათავისუფლება არ იქნება. პრეზიდენტს ჩვენამდეც ბევრი ეტყოდა ამასთან დაკავშირებულ არგუმენტებს", - თქვა იაგო ხვიჩიამ. 

 პრეზიდენტს, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლები ხვდებიან. ზურაბიშვილს უკვე შეხვდნენ ენმ-ს წევრი ხატია დეკანოძე, ფრაქცია "ლელოს" ლიდერი, სალომე სამადაშვილი და პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები