რუსთაველზე დაგეგმილი აქცია - შსს-მ სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო

21.12.21 15:51
რუსთაველზე დაგეგმილი აქცია - შსს-მ სპეცრაზმის მობილიზება დაიწყო

რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის პარალელურად სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზება დაიწყო. პარლამენტისა და კანცელარიის შენობების შიდა პერიმეტრებზე ყვითელი ავტობუსები შეიყვანეს.  

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე დაიწყება.  აქცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერაა ორგანიზებული და მას სხვა ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერებიც შეუერთდებიან. რეგიონებიდან უკვე დაიძრა კოლონები.  ხალხი აქციაზე დასაწრებად მოემართება  აჭარიდან, სამეგრელოდან, იმერეთიდან და შიდა ქართლიდან.

მსგავსი სიახლეები