პარლამენტთან დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება
ე.წ. კომენდანტის საათისა და ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართება. სამოქალაქო აქტივისტების პროტესტს 2 პოლიტიკური პარტია - "ლელო" და "გირჩი" შეუერთდება.
აქციის მონაწილეები შეკრებას სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დაიწყებენ, შემდეგ კი პარლამენტისკენ 18:00 საათზე მსვლელობას გამართავენ, სადაც ე.წ კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ.