მიყვარხართ! - მიხეილ სააკაშვილი პალატიდან მხარდამჭერებს მიესალმა
გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან, ისინი შეძახილებით პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტს ამხნევებენ და დაბადების დღეს ულოცავენ.
პრეზიდენტი მადლიერების ნიშნად მხარდამჭერებს მიესალმა, პალატიდან თეთრი ფურცელი ააფრიალა, რომელზეც საქართველოს დროშაა გამოსახული.
"მიყვარხართ!"- მიმართა სააკაშვილმა შეკრებილებს.