"ოცნება" უნდა დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას - "ლელოს" ლიდერები ზურაბიშვილს ხვდებიან

21.12.21 17:23
"ოცნება" უნდა დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას -  "ლელოს" ლიდერები ზურაბიშვილს ხვდებიან

"ლელოს" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მართავენ. ორბელიანების სასახლეში შეხვედრები დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ზურაბიშვილთან ასევე ისაუბრებენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და 19 აპრილის შეთანხმებაზე. ჯაფარიძის თქმით, მოლაპარაკებით ოპოზიციამ მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმებაში უნდა დააბრუნოს. 

ჩვენ გვინდა მოვისმინოთ პრეზიდენტს როგორ წარმოუდგენია პირველ რიგში და ჩვენ ხედვას გავაცნობთ. 19 აპრილის შეთანხმება ჩვენთვის კვლავ ძალაშია, ვალდებულება რომელიც ავიღეთ ვასრულებთ.  "ქართული ოცნება" უნდა დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას იმიტომ, რომ ამ შეთანხმებას ქვია საქართველოს ევროპული მომავლის საგზაო რუკა", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები