სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთველის გამზირზე - ეკა ხერხეულიძე

21.12.21 17:17
სააკაშვილის მთელი ყურადღება მიპყრობილია რუსთველის გამზირზე - ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან აკვირდება დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე, განვითარებულ მოვლენებს- ამის შესახებ ,,ნაცმოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, მესამე პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა. 

სააკაშვილის მთელი ყურადღება დღეს მიპყრობილია რუსთაველის გამზირზე, ის ხალხმრავალ აქციას ელოდება, რომელიც თავისი შინაარსით იქნება რეზონანსული - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

რაც შეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, ის არ გაუმჯობესებულა და სწორედ ამიტომ ამ მიზნით უცხოეთიდან მედიკოსს ელოდებიან. თუმცა, რა პროფილის ექიმი იქნება, ეს ,,ენმ"-ს წევრს არ დაუკონკრეტებია.

თავს გრძნობს სუსტად, თავისთავად ასეთ ხანმოკლე პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერაფრით გაუმჯობესდებოდა, თან იმის გათვალისწინებით, რომ არაფერი განსაკუთრებული ჩარევა მის მდგომარეობაში არ ყოფილა, ახლა უმოკლეს დროში ელოდებიან ექიმს უცხოეთიდან, რომელიც გარკვეულწილად დაეხმარება ამ პროცესის დარეგულირებაში, ყოველ შემთხვევაში, ახლა საიმედო არაფერი არ არის. - თქვა ეკა ხერხეულიძემ.

 

მსგავსი სიახლეები