#freemisha - რუსთაველის გამზირზე სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იწყება

21.12.21 17:59
#freemisha - რუსთაველის გამზირზე სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იწყება

დედაქალაქის მთავარ გამზირზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია იწყება. ,,ენმ"-ს წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და სააკაშვილის მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე უკვე მიემართებიან.

რესპუბლიკის მოედანზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული კოლონები შეიკრიბნენ და  აქედან ფეხით მსვლელობით ბანერებით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. 

,,ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი კირთაძის, თქმით, სიშორის მიუხედავად, დასავლეთ საქართველოდან უამრავი ადამიანი ჩამოვიდა, რათა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა შეწყდეს და ამასთანავე, მესამე პრეზიდენტს რუსთაველის გამზირიდან იუბილე მოულოცონ.

სანამ ქვეყანაში ასეთი მდგომარეობა გვაქვს, სახლში ვერავინ შევა, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია, ძალინ ხშირად ვიქნებით ჩვენ ქუჩაში, პრაქტიკულად სულ. ცოტა ძალიან შორია ბათუმიდან თბილისში ჩამოსასვლელად ასეთ ცუდ ამინდში, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხია ჩამოსული აჭარიდან, ასე ვიქნებით, სანამ არ მივაღწევთ შედეგს, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა შეწყდეს. 

ჩვენი ჩამოსვლა დღეს არის სიმბოლური. ასე რუსთაველის გამზირიდან გვინდა, თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველაზე დიდ ქართველს დაბადების დღეს მივულოცავთ - განაცხადა გიორგი კირთაძემ.

 

მსგავსი სიახლეები