ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივი შიმშილობის აქციას იწყებს. გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, გააცნო. ნიკა მელიას თქმით, შიმშილობა კახეთის გზატკეცილზე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ დაიწყება.
მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ ახალ საეტაპო ბრძოლას, დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპოტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსტიტუციური უფლებაა, ეს არაძალადობრივი მეთოდია პროტესტის გამოთქმისა, მაგრამ მძიმეა. ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მე შემიძლია, ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავავალდებულებ, გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რაც უფრო მასობრივი იქნება და რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას", - თქვა მელიამ.