სანამ არ გათავისუფლდება სააკაშვილი, იქნება პერმანენტული შიმშილობის აქცია - გიგი უგულავა

21.12.21 20:10
სანამ არ გათავისუფლდება სააკაშვილი, იქნება პერმანენტული შიმშილობის აქცია - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, თვლის, რომმ მძლავრი პროტესტის გარეშე ,,ქართული ოცნება" დათმობებზე არ წავა, ამიტომაც ის ,,ენმ"-ს ლიდერის, ნიკა მელიას,  მიერ დაანონსებულ შიმშილობის აქციას უერთდება.

პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თავგანწირვის აქტი. ჩვენ ერთის მხრივ მხარს ვუჭერთ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინიციატივას, ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, თუ არ არის მასობრივი პროტესტი, ,,ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილსაც უარს ეუბნება, იგნორირებას ახდენს და პროცესებს აბაიბურებს. 

მეორეს მხრივ, არის რეალობა, რომ ახალი წელი ბავშვებს ჩავუშალოთ, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქნება პერმანენტული შიმშილობის აქცია, მანამ, სანამ არ გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი. ეს აქცია იქნება კახეთის გზატკეცილზე, ,,ენმ"-ს მთავარ ოფისთან. პროტესტი არ უნდა შეწყდეს.- აცხადებს გიგი უგულავა.

რუსთაველის პროსპექტზე გამართულ აქციაზე ,,ნაცმოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ, შედეგის საბოლოო მიღწევამდე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე, პერმანენტული შიმშილობის აქცია გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები