საზღვრის კვეთის საქმე - სააკაშვილი პროცესს არ დაესწრება

22.12.21 10:00
საზღვრის კვეთის საქმე - სააკაშვილი პროცესს არ დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომას, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული,  საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ დაესწრება.

ქართულმა მხარემ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. 

საქმეზე სააკაშვილთან ერთად 4 პირია დაკავებული - მათ შორის ელგუჯა ცომაია. შოთაძის უწყების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი ცომაიას კუთვნილი  ტრაილერით შემოვიდა საქართველოში. 

სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან ასევე მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე.

მსგავსი სიახლეები