შიმშილობის პირველი დღე - მასობრივი პროტესტი დაწყებულია

22.12.21 11:05
შიმშილობის პირველი დღე - მასობრივი პროტესტი  დაწყებულია

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან, მასობრივი შიმშილობა დაიწყო. პარტიის ოფისის  ეზოში უკვე გაშლილია ათამდე კარავი.  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით  ამ ეტაპზე 300-მდე ადამიანი შიმშილობს.

მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ  გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, შიმშილობა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

მსგავსი სიახლეები