მათთვისაც არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან - დავითულიანი მოშიმშილეებზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ შიმშილობის დაწყების ფაქტს ირონიით ეხმაურება და ამბობს, რომ მოშიმშილეები ვერაფერს მიაღწევენ გარდა იმისა, რომ გახდებიან.
უნდათ, შაჰიდობა?! - იყვნენ. ადგნენ და მრწამსისთვის ეწამონ, მაგრამ ესეც „ფეიკია“. ის, რომ შიმშილობენ უტოპიური მოთხოვნით, არაფერს ცვლის. დავჯდები და შიმშილს დავიწყებ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკიდან წავიდეს და წავიდეს. აზრი არ აქვს, რას გააკეთებენ, გასულები არიან ყველანაირი ლოგიკის ჩარჩოდან. რა მნიშვნელობა აქვს, ამ ადამიანებს აშიმშილებენ თუ არა, მათ ლიდერებს ფული აკლიათ და რიგით აქტივისტებს სამწუხაროდ გონება, რომელთაც ჰგონიათ, რომ დამნაშავეს შიმშილობით გამოიხსნიან. მათთვისაც არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ გახდებიან,“ - განაცხადა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან მასობრივი შიმშილობის აქცია მიმდინარეობს. მასობრივი შიმშილობის დაწყების შესახებ გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მელიას თქმით, შიმშილობა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.