"ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს უმცირეს შანსსაც კი, რომ შევძლოთ კრიზისის დაძლევა - უდუმაშვილი

22.12.21 11:32
"ნაციონალური მოძრაობა"  გამოიყენებს უმცირეს შანსსაც კი, რომ შევძლოთ  კრიზისის დაძლევა - უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი პრეზიდენტის ინიციატივას საყოველთაო შერიგების შესახებ მიესალმება. უდუმაშვილის თქმით, შერიგება ვერ შედგება, თუ "ოცნების" მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმევა. 

ჩვენ თუ მივალთ რაღაც საერთო კონსესუსამდე ამ დიალოგის რეჟიმში იქნება მისასალმებელი და "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს, გამოიყენებს უმცირეს შანსსაც კი, რომ შევძლოთ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, რომელშიც ქვეყანა არის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ გასაღები უჭირავს "ქართულ ოცნებას" ხელში. უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და ეს უპირველეს ყოვლისა ეხება პოლიტიკური დევნის შეწყვეტას", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

საყოველთაო შერიგების მისაღწევად ინდივიდუალური შეხვედრები ორბელიანების სასახლეში  დღესაც განახლდება. სალომე ზურაბიშვილი დღეს ზურაბ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას შეხვდება. 

 გუშინ პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილს უკვე შეხვდა. 

მსგავსი სიახლეები