არ შეიძლება, ქვეყნის მთავარი რეფორმატორი სამშობლოში დაბრუნების გამო სამართლდებოდეს - ადვოკატი
საზღვრის კვეთის საქმე - საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ, მათ შორის, იმ მტკიცებულებების დართვის შესახებ, რაზეც სახალხო დამცველის ექსპერტთა კონსილიუმმა და ცენტრმა ,,ემპათიამ" იმსჯელა.
ამ საქმეზე ჩვენ და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ნათლად იცის, რომ არ შეიძლება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორი, პოლიტიკურად დევნილი პირი სამშობლოში დაბრუნების გამო სამართლდებოდეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარდგენილი იქნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის, იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დართვის შესახებ, რაზეც სახალხო დამცველის ექსპერტთა კონსილიუმმა და რაზეც ცენტრმა ემპათიამ იმსჯელა. ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას არ მისცა შესაძლებლობა დასწრებოდა სასამართლო პროცესს და მიემართა საზოგადოებისთვის. ჩვენ ვხედავდით, წინა პროცესებზე როგორი ვრცელი სიტყვით მიმართავდა ის საზოგადოებას". - განაცხადა ბექა ბასილაიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის წინ.