მზადება მასშტაბური აქციისთვის - ოპოზიცია საგანგებო შეკრებისთვის ემზადება

03.04.21 11:31
მზადება მასშტაბური აქციისთვის - ოპოზიცია საგანგებო შეკრებისთვის ემზადება

ოპოზიცია საგანგებო შეკრებისთვის ემზადება. პოლიტიკური პარტიის ლიდერები ლეიბორისტული პარტიის ოფისში 14:00 საათზე  შეიკრიბებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები  მზაობას გამოთქვამენ, რომ კიდევ ერთხელ განაახლონ მოლაპარაკების პროცესი ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანონ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი 15 მაისის  საპროტესტო აქციისთვის მზადება იქნება. 

თქვენ იცით, რომ 15 მაისს არის დაანონსებული აქცია ფართომასშტაბიანი, ამ აქციის მომზადებას ჭირდება კოორდინაცია პარტიებს შორის, შეხვედრა სწორედ განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას, რომელიც ოპზოიციას ექნება 15 მაისის აქციის მოსამზადებლად", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი. 

 "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე აქციის გარდა, ოპოზიციის სამომავლო სტრატეგიასაც განიხილავენ. 

რამდენიმე თემაზე გვექნება საუბარი, ერთი იქნება მოლაპარაკებები, რომელიც "ქართული ოცნების" გამო წარუმატებლად დასრულდა, ვისაუბრებთ მომავალ სტრატეგიაზე, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა და გვექნება საუბარი კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელსაც ვდგამთ 15 მაისამდე, - ამბობს სერგი კაპანაძე.