ამოღებულია ფოტოები, ვიდეობი და მიმოწერები - რა იპოვა პროკურატურამ სააკაშვილის ტელეფონებში

22.12.21 13:14
 ამოღებულია  ფოტოები, ვიდეობი და მიმოწერები - რა იპოვა პროკურატურამ სააკაშვილის ტელეფონებში

ექსპერტიზა დასრულებულია - საზღვრის კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე  ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს დაკავებისას თან სამი მობილური ტელეფონი ჰქონდა. 

"პირველების" ინფორმაციით, მოწყობილობები ექსპერტიზის ბიუროში გახსნეს -  ამოღებულია, მესიჯები, ფოტოები, ვიდეობი და მიმოწერები.

პროცესზე ბრალდების მხარემ მოითხოვა ჩხრეკის დროს ელგუჯა ცომაიას სახლში ამოღებული სამი მობილური ტელეფონი დაერთოს საქმეს როგორც მთავარი მტკიცებულება. 

ამასთან, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმეს მტკიცებულებად დაურთო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველისა და "ემპათიის" სამედიცინო დასკვნა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 13 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები