არ მესმის, როგორ შეიძლება, თავს მიიჩნევდე ოპოზიციონერად და აკრიტიკო მოშიმშილეები - მელია

22.12.21 13:39
არ მესმის, როგორ შეიძლება, თავს მიიჩნევდე ოპოზიციონერად  და აკრიტიკო მოშიმშილეები - მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, პარტიის ოფისთან გაშლილ კარავში განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან მოშიმშილეების კრიტიკა მისთვის მიუღებელია.  მელიას თქმით, შედეგის მისაღწევად მშვიდობიანი არაძალადობრივი, უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.

ვისაც არ მოწონს და სხვა ფორმით უნდა ბრძოლა, მხოლოდ გამიხარდება. არ მესმის, როგორ შეიძლება თავს მიიჩნევდე ოპოზიციონერად, როგორ შეიძლება, აკრიტიკო ადამიანები, რომლებიც უმძიმეს გადაწყვეტილებას იღებენ და მიმართავენ უვადო შიმშილობას. ამ ყველაფრის პარალელურად სხვა გეგმა აამოქმედონ.

როდესაც მძიმე, არაძალადობრივ საპროტესტო  ფორმებს ოპოზიცია მიმართავს, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება შედეგიანი, ვერ ჩაგვითრიეს გეგმაში, იმ მორევში, რომელიც გულისხმობდა სისხლისღვრას, იქნება მხოლოდ და მხოლოდ დინამიური პროტესტი", - ამბობს ნიკა მელია. 

მსგავსი სიახლეები