შესაძლოა სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს, ვისაც „ბუსტერ" დოზა ექნება გაკეთებული

22.12.21 14:03
შესაძლოა სრულად აცრილად ის პირი ჩაითვალოს, ვისაც „ბუსტერ" დოზა ექნება გაკეთებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, სრულად აცრილად მხოლოდ ის პირები ჩაითვალონ, რომლებსაც  „ბუსტერ" დოზა ექნებათ გაკეთებული.

 საკითხს იმუნიზაციის საბჭო განიხილავს. გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას "ბუსტერ" დოზით აიცრან.

მივმართავთ მოსახლეობას დააჩქარონ. დღევანდელი მონაცემებით, 54 ათასი "ბუსტერ" დოზაა გაკეთებული. ჩვენი წინადადებაა და განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ არცილი ადამიანი, არამედ "ბუსტერიზირებული". რა თქმა უნდა, ეს ძალიან მალე ვერ იქნება, მაგრამ მოვუწოდებთ მოსახლეობას აიცრან "ბუსტერ" დოზით", - თქვა გამყრელიძემ.

მსგავსი სიახლეები