დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს - ხოშტარია

22.12.21 14:18
დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს - ხოშტარია

"დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს", - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა.

ხოშტარიას თქმით, პრეზიდენტს საკითხთან დაკავშირებით სწორი ხედვა აქვს. 

ამ შეხვედრის მერე ჩემი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა და განმტკიცდა, იმიტომ, რომ ის, რაზეც შეიძლებოდა მევარაუდა, რომ პრეზიდენტი გულწრფელია ამ შეთავაზებაში, მე ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს.

ჩემი აზრით, მას პროცესის ხედვა აქვს ძალიან სწორი, როგორც სირთულეების, ასევე, რა მიმართულებით უნდა წავიდეს პროცესი. ცხადია, მე მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თავად რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ეს პოლარიზაციის დაძლევა და ეროვნული თანხმობა როგორ შეიძლება იყოს მიღწეული, ესეც იქნება საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრის მუშაობის შედეგი და ეს მგონია ერთადერთი ყველაზე სწორი გზა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სისტემის გამართვის გარეშე ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობა არ არის ჩვენ შორის კაბინეტში ჩამორთმეული ხელი ან ჩვენ შორის რაიმე სახის მოლაპარაკება პოლიტიკურ სპექტრს შორის. ამას სჭირდება ინსტიტუციური გარანტიები და ერთადერთი ინსტიტუციური გარანტია, რომ არავის მიმართ არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული და რომ ჩვენ გვექნება სამართლიანი გარემო, რომ დანაშაულს ერქმევა დანაშაული, რომ შურისძიება იქნება დაუშვებელი, რომ ადამიანის უფლებები იქნება დაცული, რომ ოჯახები არ დაიჩაგრებიან იმის გამო, რომ არ ჰყავთ ნაცნობები - ეს არის მართლმსაჯულების სისტემა და ამ სისტემის გამართვის გარეშე, პრაქტიკულად, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება სამართლიანი. ამიტომ, ჩემთვის ეს იქნება ცენტრალური თემა ამ პროცესში", - განაცხადა ხოშტარიამ.

საყოველთაო შერიგების მისაღწევად ინდივიდუალური შეხვედრები ორბელიანების სასახლეში  დღესაც განახლდება. 

პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ლიდერების ერთხ ნაწილს გუშინ შეხვდა.

მსგავსი სიახლეები