სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა - არჩილ თალაკვაძე

22.12.21 14:27
სააკაშვილმა დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს შიმშილობა დააწყებინა - არჩილ თალაკვაძე

,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ,,ნაცმოძრაობის" მიერ დაწყებულ შიმშილობის აქციას ოპოზიციის მორიგ პროვოკაციას უწოდებს. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მართლმსაჯულებას ასეთი გზით თავს ვერავინ დააღწევს.

ეს მორიგი პროვოკაციაა, დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს რომ შიმშილობას დააწყებინებ, რაც შეეხება შიმშილობის მოთხოვნას, წარმოუდგენელია, რომ ვინმემ ამ ფორმით მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს" - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

გუშინ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ,,ენმ"-ს ლიდერმა, ნიკა მელიამ,  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტული შიმშილობა გამოაცხადა. 

კახეთის გზადკეცილზე, ,,ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისთან, კარვებია გაშლილი და 300-მდე ადამიანი შიმშილობს. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები