თითოეული ეს ადამიანი ცოტნე დადიანის ტრადიციების გამგრძელებელია - სააკაშვილი მოშიმშილეებზე

22.12.21 14:36
თითოეული ეს ადამიანი  ცოტნე დადიანის ტრადიციების გამგრძელებელია - სააკაშვილი მოშიმშილეებზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ,,ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისთან დაწყებულ მასობრივი, პერმანენტული შიმშილობის აქტს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ მოშიმშილე პირები გმირები არიან.

რაც გავიგე, ასეულობით ახალი ადამიანი უერთდება მასობრივ შიმშილობას მთელს საქართველოში. 
თითოეული ეს ადამიანი არის ცოტნე დადიანის და სხვა ქართველი გმირების ტრადიციების გამგრძელებელი. ქვეყანას, რომელსაც ასეთი ხალხი ჰყავს, დამარცხება და გაქრობა არ უწერია - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები