საკნიდან საქართველოს დროშის გადმოფენის გამო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი სარჩელი მზადდება
მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთი სანქციის მოლოდინში - იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ ძიება ამჯერად ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაიწყო.
ბრეგაძის უწყებამ მოკვლევა მესამე პრეზიდენტის მიერ დახატული საქართველოს დროშის საკნიდან გამოფენის საკითხზე დაიწყო და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ოქმიც შეადგინა.
მიხეილ სააკაშვილი დოკუმენტს ხელს არ აწერს და ამბობს, რომ მასზე საბადრაგო სამსახურმა იძალადა. პრეზიდენტის საქმეში ჩართვას სახლხო დამცველიც აანონსებს.
სახალხო დამცველის ოფისის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე რამოდენიმე დღეში იგეგმება მიხეილ სააკაშვილსა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან ვიზიტი, რათა გაირკვეს, რა სამართლებრივი პროცესი დაიწყო.