კალაძე არის მატყუარა, წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ ტრანსპორტი არ გაძვირდებოდა - ვასილ ურუშაძე

22.12.21 15:13
კალაძე არის მატყუარა, წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ ტრანსპორტი არ გაძვირდებოდა - ვასილ ურუშაძე

ექსპერტები მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი სისტემის გამო კალაძეს ტყუილში ადანაშაულებენ. ვასილ ურუშაძის თქმით, მოსახლეობას  ტრანსპორტისთვის  ხანგრძლივვადიანი აბონიმენტების აღების საშუალება არ აქვს. 

კალაძე არის მატყუარა, წინასაარჩევნოდ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდებოდა, ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უწევთ ყოველდღიური სამუშაოების შესრულება, რომ მიიღონ ელემენტარული შემოსავალი თვითგადარჩენისთვის. შესაბამისად, მათ არ აქვთ ფუფუნება, რომ აიღონ 6-თვიანი, ან 1 წლიანი  აბონიმენტები", - ამბობს ვასილ ურუშაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის განკარგულებით დღეს თბილისის ახალ მუნიციპალურ ტრანსპორტში ერთჯერადად მგზავრობა ძვირდება. პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, მგზავრებს აბონიმენტების შეძენა შეეძლებათ.

5 იანვრიდან აბონიმენტების გაყიდვა დაიწყება. ცვლილების  შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

 

მსგავსი სიახლეები