კონსულტაციები პრეზიდენტის სასახლეში - ზურაბიშვილთან შეხვედრაზე თამარ ჩუგოშვილი მივიდა

22.12.21 15:18
კონსულტაციები პრეზიდენტის სასახლეში - ზურაბიშვილთან შეხვედრაზე თამარ ჩუგოშვილი მივიდა

ათონელის რეზიდენციაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე "ოცნებიდან" წასული ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი მივიდა. ჩუგოშვილი პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, შერიგებასთან  დაკავშირებით მიესალმება და ამბობს, რომ ის პროცესში აქტიურად ჩაერთვება. 

პოლარიზაცია, რომელიც ძალიან მძიმე ფორმით არის ქვეყანაში შეიცვალოს უფრო ჯანსაღი და კონსტრუქციული პროცესით ამაზე გვქონდა საუბარი. 

მართლმსაჯულება არის ცალსახად ერთ-ერთ საკითხი, რომელიც პრობლემურია ამ ქვეყანაში.მე მგონია, რომ ძალიან სწორია, რომ  ასეთი ინიციატივა პრეზიდენტს აქვს და ყველანაირად ვეცდები ხელი შევუწყო", - თქვა ჩუგოშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები