დღე პირველი- ,,ენმ"-ს ოფისთან მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა

22.12.21 17:29
 დღე პირველი- ,,ენმ"-ს ოფისთან მოშიმშილეთა რაოდენობა გაიზარდა

შიმშილობის პირველი დღე - ,,ენმ"-ს მთავარ ოფისში შეკრებილ პროტესტის მონაწილეებთან ამ წუთებში მედიკოსები იმყოფებიან და შიმშილობის პროტოკოლს აცნობენ. ექიმების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო საქმის კურსშია. რამდენიმე წუთში კახეთის გზადკეცილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოჩნდებიან, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. დაგეგმილია მედპუნქტის გახსნაც.

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში  საპროტესტო აქციის მონაწილეებს რეგიონებიდანაც უერთდებიან. შიმშილობის მსურველები ჩამიოვიდნენ შიდა ქართლიდან. 

შიმშილობის მასობრივი აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას  მესამე პრეზიდენტის  გათავისუფლდებამდე არ აპირებენ.

მსგავსი სიახლეები