დავინახე, რომ ზურაბიშვილი არის ნამდვილად ყველაფრისთვის მზად - ლომჯარია
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ლომჯარიას შეფასებით, არ არის გამორიცხული ზურაბიშვილმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას ეროვნული თანხმობის მისაღწევად.
თუ უფრო საზოგადოებრივ დაკვეთას ან რაღაც ეროვნულ შეთანხმებას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნაბიჯები იყოს გადადგმული, თუმცა ამაზე კონკრეტულად არც დაპირება მომისმენია პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ დავინახე, რომ ის არის ნამდვილად ყველაფრისთვის მზად, რაც იქნება საზოგადოების დაკვეთა", - ამბობს ლომჯარია.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და სხვადასხვა პოლიტიკოსებს ხვდება.