5 ივლისი ბევრად უფრო მძიმე ფორმაში დატრიალდება - ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის მუქარა
ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, კოკა მორგოშია ისევ იმუქრება - როგორც მან "ტვ პირველს" განუცხადა, თუ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს "ამბიციები" გაუჩნდებათ, 5 ივლისს მოვლენები "უფრო მძიმე ფორმებში დატრიალდება".
თუ პრაიდის ორგანიზატორებს და მედია პროპაგანდისტებს ისევ ექნებათ იგივე ამბიციები, ჩემს აზრს გეუბნები, რომ ის რაც 5-ში მოხდა, ბევრად უფრო მძიმე ფორმებში დატრიალდება. ეს მუქარა არ არის, რეალობაა რაც მოხდება"- აცხადებს მორგოშია.
ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი, "თბილისი პრაიდის" ოფისში შეჭრისთვის დაკავებული 3 პირი გაათავისუფლებას ეხმაურება. მისი თქმით, ძალადობის ბრალდებით დაკავებულები ამერიკის ელჩისა და ნინო ლომჯარიას პირადი პატიმრები არიან.
ხელისუფლებასთან შეთანხმებულები არ ვართ. ეს ხალხი აბსოლუტურად ტყუილად იჯდა და ვინც ციხეში დარჩა, ყველა უსამართლოდ ზის. ესენი არიან ამერიკის ელჩის, ევროსტრუქტურების, პირადად ნინოლომჯარიას პირადი პატიმრები. არ იყო ისეთი გადაცდომა, რის გამოც ციხეში უნდა წასულიყვნენ"- აღნიშნა კოკა მორგოშიამ.
Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრისთვის დაკავებული 3 პირი - 23 წლის ალიკა ალაზოვი, 29 წლის გიორგი ელიზბარაშვილი და 29 წლის გიორგი ოძელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით, სამივე მათგანს 5000-5000-ლარიანი გირაო შეეფარდა.