წინაპრებს რომ არ ეშიმშილა, კობახიძე ახლა გამოხუხუნებული კომკავშირელი იქნებოდა - მურმან დუმბაძე

22.12.21 18:22
წინაპრებს რომ არ ეშიმშილა, კობახიძე ახლა გამოხუხუნებული კომკავშირელი იქნებოდა - მურმან დუმბაძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურმან დუმბაძის, შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მოშიმშილეთა შეურაცხყოფას ცდილობს.

კობახიძის წინაპრებს რომ არ ეშიმშილათ, დღეს ჩვენთან საბჭოთა კავშირი იქნებოდა - განაცხადა ტვ პირველის ეთერში  მურმან დუმბაძემ.

მთავრობა ქილიკობს, ამ ქილიკით მოშიმშილეებს კი არ აყენებს შეურაცხყოფას. კობახიძე რომ გამოდის, საქართველოს მთავრობის მეთაური, ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პირი, 80-იან წლებში იმ ხალხს რომ არ ეშიმშილა, ახლა ჩვენთან კიდევ საბჭოთა კავშირი იქნებოდა, მაგისი წინაპრებს რომ არ შიმშილა, ახლა კობახიძე კარგი კომკავშირელი იქნებოდა, გამოხუხუნებული კომკავშირელი, ცეკა-ს ინსტრუქტორი. ნუ აყენებს შეურაცხყოფას, მაჰათმა განდის უშიმშილია, რა არის აქ სირცხვილი?! - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, არის ტრაგიკომიკური მოვლენა - განაცხადა დღეს ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

,,ოცნების" წევრმა, სოზარ სუბარმა კი ეჭვი შეიტანა მოშიმშილეთა ქმედებაში და განაცხადა, რომ ისინი მაკდონალდსის ჰამბურგერებს მიირთმევენ.

შიმშილობის პირველი დღე - ,,ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისთან კარვების ქალაქია აღმართული და იქ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით 300-მდე ადამიანი შიმშილობს.

 

მსგავსი სიახლეები