საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური შერიგების პროცესში ჩართვას ელჩებს სთხოვს

22.12.21 20:26
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური შერიგების პროცესში ჩართვას ელჩებს სთხოვს

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური შერიგების პროცესში ჩართვას ელჩებს სთხოვს. სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მოთხოვნებს აიგნორებს და ამბობს, რომ დიალოგის გარეშე ქვეყანაშ სტაბილურობა ვერ მიიღწევა. 

ულტიმატუმის ენა თუ შიმშილობა არ ხსნის დაძაბულობას და ვერ გვთავაზობს გამოსავალს ჩიხური სიტუაციიდან. ესკალაცია ყოველდღიურად გვიჩვენებს, რომ რეალური დიალოგის გარეშე დეესკალაცია და მდგრადი სტაბილუორბა ვერ მიიღწევა და შიგნით დაპირისპირებას და პოლარიზაციას ჩიხში შეჰყავს ქვეყანა, ამ პროცესში თქვენი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის სრული მხარდაჭერა გვჭირდება, რამეთუ ეს პროცესი უნდა იყოს მხარდაჭერილი ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან და ჩვენი დიასპორასგან, რომელთანაც უნდა დაამყაროთ ბევრად ღრმა ურთიერთობები, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილმა დღე საიდუმლო შეხვედრა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან გამართა. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მეხუთე პრეზიდენტის გზავნილებს მიხეილ სააკაშვილს სწორედ გიორგი მარგველაშვილი ჩაუტანს. 

 

მსგავსი სიახლეები