ვერავინ ვერავის მოუწოდებს, რომ იშიმშილოს - ნიკა მელია სააკაშვილზე

22.12.21 23:02
ვერავინ ვერავის  მოუწოდებს, რომ იშიმშილოს - ნიკა მელია სააკაშვილზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სამთავრობო ტელევიზიების მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც თითქოს მიხეილ სააკაშილმა თანაგუნდუელებს შიმშილობის დაწყება აიძულა.

ნიკა მელიას აღნიშნული ინფორმაციის უტყუარობას უარყოფს. მისი თქმით,   შიმშილობა პროტესტის იმდენად მძიმე ფორმაა, რომ ამის იძლება ადამიანისთვის წარმოუდგენელია. ამის შესახებ მან ეკა მიშველაძის "საჯარო პოლიტიკაში" ისაუბრა. 

ვერავინ ვერასდროს ვერავის მოუწოდებს, რომ იშიმშილოს. ეს არის იმდენად მძიმე პროტესტის ფორმა, ვერავინ ვერასდროს მოუწოდებს. აქაც მეტყველებს რამდენად მორალისგან დაცლილი, გამოფიტულია "ქართული ოცნება", რომელსაც წარმოუდგენია, რომ ჩვენ აქ შეგვიძლია ერთმანეთს მოვუწოდოთ, რომ მოდი შენ აქ დაჯექი და შენი ჯანმრთელობა გაინადგურე. თავიანთ პროპაგანდისტულ აბლაბუდაში არიან დაკარგულები, - განაცხადა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები