არ მაქვს ილუზია, რომ "ოცნება" შეთანხმების პროცესში ჩაერთვება - ელენე ხოშტარია
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია თვლის, რომ ეროვნული თანხმობის მისაღწევად "ქართული ოცნების" ჩართულობა აუცილებელი პირობაა. მისი თქმით, არ აქვს ილუზია, რომ სახელისუფლებო გუნდი აღნიშნულ პროცესში ჩაერთება.
იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას, ამას სჭირდება 100% "ქართული ოცნების" ჩართულობა და "ქართული ოცნების" ჩართულობაზე მე დღეს არანირი იმედები და ილუზიები არ მაქვს. ამის რაიმე სახის მინიშნება, რომ "ქართული ოცნება" ამისთის არის მზად, არ მაქვს და როცა ამ პროცესშ შევდივართ უნდა გვესმოდეს, რომ "ქართული ოცნება" ბოლომდე ან ძალიან დიდი ხანი შეიძლება ამ პროცესში არ შემოვიდეს. ამიტომ, 1--%-იანი რასაც ჩენ ვგულისხმობთ ეროვნულ თანხმობაში, რაც იქნებოდა მართლა მართლმსაჯულების სისტემის გამართვა, არჩევნების ჩატარება, პარლამენტისთის ფუნქციის დაბრუნება და ა.შ. ეს არის ეროვნული თანხმობა, - თქვა ხოშტარიამ გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში".