როგორ შეიძლება ხალხს გადაუარო და უთხრა, რომ "მეტი სიცოცხლე ყველა უბანში"? - მაკა ჩიჩუა

23.12.21 00:04
როგორ შეიძლება ხალხს გადაუარო და უთხრა, რომ "მეტი სიცოცხლე ყველა უბანში"? - მაკა ჩიჩუა

ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში"  იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანას "ქართული ოცნების" მმართველობამ მოუტანა. მისი თქმით, ხელისუფლება მოქალაქეებს დასცინის, როდესაც სლოგანს "მეტი სიცოცხლე ყველა უბანში" იმეორებს. 

მე ვფიქრობ, რომ ხმა უნდა აიმაღლო, ეს არ არის ასეთი ადვილი, მე რომ ვუყურებ აქ ბავშვებს, მრავალშვილიანი ოჯახებია, რომლებსაც კანფეტი ერთი თეა არ უჭამია, სანამ ვიღაცა არ მიაწვდის მეზობელი, იმ მეზობელსაც უჭირს. რას დაგვცინია უტიფრად, რაზეა ლაპარაკი საერთოდ?! როგორ შეიძლება ხალხს ასე გადაუარო და უთხრა, რომ "მეტი სოცოხლე ყველა უბანში? " და მეტი ბედნიერება ჩვენს ქალაქში, - განაცხადა ჩიჩუამ. 

მსგავსი სიახლეები