ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოჩნდა - ის სამებაში ერქომაიშვილის პანაშვიდზე მივიდა

03.04.21 13:00
ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გამოჩნდა - ის სამებაში ერქომაიშვილის პანაშვიდზე მივიდა

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს,  ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

სამებაში ასევე მივიდნენ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე  ირაკლი კობახიძე.  ივანიშვილის მსგავსად, ჟურნალისტების შეკითხვებს არც მათ უპასუხეს. 

ანზორ ერქომაიშვილს მთაწმინდის პანთეონში დღეს დაკრძალავენ. ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა.

 

მსგავსი სიახლეები