მოლაპარაკებები პრეზიდენტთან - სალომე ზურაბიშვილი გიგა ბოკერიას შეხვდება
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საერთო ეროვნული შერიგების მიღწევის მიზნით ოპოზიციასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს ორბელიანების სასახლეში ზურაბიშვილთან "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია და პარტია "საქართველოსთვის" წევრები მივლენ. მანამდე კი 12:00 საათზე პრეზიდენტი შეხვედრას "ლელოს" წევრთან, ანა ნაცვლიშვილთან გამართავს.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, აუცილებელია პასუხისმგებლობა შერიგების პროცესზე ოპოზიციამაც უნდა აიღოს, რომ "ოცნებასთან" საბაზისო საკითხებზე კონსესუსის მიღწევა შეძლონ.
კონკრეტულად დღეს ჩემი ინტერესის საგანი იქნება პრეზიდენტი როგორ ხედავს და რამდენად დეტალურად და კონკრეტულად აქვს მას წარმოდგენილი ეს პროცესი. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რომ მინიმუმ ვცადოთ, არმგონია, რომ შერიგება ეს შეიძლება იყოს თვითმიზანი, ეს არის ძალიან რთული პროცესი, მაგრამ საჭიროა საბაზისო პრინციპების შესახებ შეთანხმება", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
გიორგი გახარიას პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ შეთანხმება კონკრეტულ ინდივიდებზე არ უნდა იყოს მორგებული.
ეს არის საკმაოდ რთული მისია, თუმცა ჩვენ ამ ყველაფერს ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ, იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები დადებითი შედეგით დასრულდება და გვინდა, რომ ამ ყველაფერში ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა პოზიტიური როლი შეასრულოს.
როცა ვსაუბრობთ საერთო, ეროვნულ შეთანხმებაზე, ეს არ შეიძლება იყოს რომელიმე კონკრეტულ ინდივიდებზე მორგებული შეთანხმება", - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.